Saturday, May 9, 2015

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო:"თამარ მეფე"

ეს კურსმა მასწავლა პროექტებით სწავლება,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, რომ ბავშვები თვითონ იკვლევენ,იძიებენ,თანამშრომლობენ.
 ამ კურსმა დამანახა დიფერენცირებული სწავლების აუცილებლობა,რათა ყველა მოსწავლე ჩართული იყოს საგაკვეთილო პროცესში.ფასილიტაცია სწავლების ხარისხის ასამაღლებლად,რომ გაიზარდოს პროდუქტიულობა.ამ კურსმა მასწავლა შეფასებების სხვადასხვა მეთოდების და ინსტრუმენტების გამოყენება.
    

Sunday, May 3, 2015

მერვე დღე


მოცემული მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელის,დიფერენცირებული სწავლების და ფასილიტაციის როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით:როგორ დავეხმარო მოსწავლეებს დამოუკიდებელი მსწავლელის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.ფასილიტაცია გვეხმარება როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.

Saturday, May 2, 2015

მეშვიდე დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით, მაგალითად ,თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების,21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.