ჩემი პროექტის პორტფოლიო:"თამარ მეფე"
ეს კურსმა მასწავლა პროექტებით სწავლება,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, რომ ბავშვები თვითონ იკვლევენ,იძიებენ,თანამშრომლობენ.
ამ კურსმა დამანახა დიფერენცირებული სწავლების აუცილებლობა,რათა ყველა მოსწავლე ჩართული იყოს საგაკვეთილო პროცესში.ფასილიტაცია სწავლების ხარისხის ასამაღლებლად,რომ გაიზარდოს პროდუქტიულობა.ამ კურსმა მასწავლა შეფასებების სხვადასხვა მეთოდების და ინსტრუმენტების გამოყენება.
Saturday, May 9, 2015
Sunday, May 3, 2015
მერვე დღე
მოცემული მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელის,დიფერენცირებული სწავლების და ფასილიტაციის როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით:როგორ დავეხმარო მოსწავლეებს დამოუკიდებელი მსწავლელის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.ფასილიტაცია გვეხმარება როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.
Saturday, May 2, 2015
მეშვიდე დღე
მიმდინარე მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით, მაგალითად ,თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების,21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.
Sunday, April 26, 2015
მეექვსე დღე
ეს მოდული დამეხმარა გამეაზრებინა როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის,კერძოდ გავითვალისწინო მოსწავლეთა შესაძლებლობები და დავადგინო რისი გაკეთება შეუძლია მოსწავლეს.შევქმენი ჩეკლისტი ბავშვებისათვის რათა გაუადვილოთ სავარაუდო ნაშრომის შექმნა.
Saturday, April 25, 2015
მეხუთე დღე
ეს მოდული დამეხმარა,დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე,კერძოდ საჭირო ინფორმაციის მოძიების,მიწოდებისა და უკუკავშირისათვის მოსწავლეებიდან,მშობლებიდან და კოლეგებიდან, რათა მივიღო მათი რჩევები და გავითვალისწინო ისინი.
Sunday, April 19, 2015
მეოთხე დღე
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით:,ჩამოუყალიბდეთ თვითრეგულაციის უნარი,დავადგინო წინარე ცოდნა,საჭიროებები.
Saturday, April 18, 2015
მესამე დღე
ეს მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით:1)პროექტს მოვარგე მიზბები და ჩამოვაყალიბე,დავგეგმე აქტივობები;2)მოტივაციაში,ცოდნის გააქტიურებაში,საკვანძო საკითხების გააზრებაში.
Sunday, April 5, 2015
მეორე დღე
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში,ეს პროექტები შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს,სასწავლო აქტივობები დაუკავშირონ ცხოვრებისეულ კონტაქტებს,განუვითროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა და შექმნან ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები.
Subscribe to:
Posts (Atom)