Saturday, May 9, 2015

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო:"თამარ მეფე"

ეს კურსმა მასწავლა პროექტებით სწავლება,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, რომ ბავშვები თვითონ იკვლევენ,იძიებენ,თანამშრომლობენ.
 ამ კურსმა დამანახა დიფერენცირებული სწავლების აუცილებლობა,რათა ყველა მოსწავლე ჩართული იყოს საგაკვეთილო პროცესში.ფასილიტაცია სწავლების ხარისხის ასამაღლებლად,რომ გაიზარდოს პროდუქტიულობა.ამ კურსმა მასწავლა შეფასებების სხვადასხვა მეთოდების და ინსტრუმენტების გამოყენება.
    

Sunday, May 3, 2015

მერვე დღე


მოცემული მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელის,დიფერენცირებული სწავლების და ფასილიტაციის როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით:როგორ დავეხმარო მოსწავლეებს დამოუკიდებელი მსწავლელის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.ფასილიტაცია გვეხმარება როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.

Saturday, May 2, 2015

მეშვიდე დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით, მაგალითად ,თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების,21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.

Sunday, April 26, 2015

მეექვსე დღე



ეს მოდული დამეხმარა გამეაზრებინა როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის,კერძოდ გავითვალისწინო მოსწავლეთა შესაძლებლობები და დავადგინო რისი გაკეთება შეუძლია მოსწავლეს.შევქმენი ჩეკლისტი ბავშვებისათვის  რათა გაუადვილოთ სავარაუდო ნაშრომის შექმნა.

Saturday, April 25, 2015

მეხუთე დღე




ეს მოდული დამეხმარა,დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე,კერძოდ საჭირო ინფორმაციის მოძიების,მიწოდებისა და უკუკავშირისათვის მოსწავლეებიდან,მშობლებიდან და კოლეგებიდან, რათა მივიღო მათი რჩევები და გავითვალისწინო ისინი.

Sunday, April 19, 2015

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით:,ჩამოუყალიბდეთ  თვითრეგულაციის უნარი,დავადგინო წინარე ცოდნა,საჭიროებები.